მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 715 000 ლარი დაიხარჯა.
„ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტბეტონის ახალი საფარი, ტროტუარები განახლდება, მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად იქნება რეაბილიტირებული.“ – განაცხადა კახა კალაძემ.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, მეტეხის ხიდის არეალში და მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გადაადგილება პერიოდულად, ნაწილობრივ შეიზღუდება, - განაცხადა კახა კალაძემ.