ბრაიზა ფიქრობს, რომ საქართველოში ახლა ყველა, მათ შორის მთავრობა, ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები უნდა ახსენებდნენ მსოფლიოს, რომ ის, რასაც პუტინი უკრაინას უკეთებს, მან უკვე გაუკეთა საქართველოს.
"ნებისმიერი, ვისაც რუკა ნანახი ჰქონდა, მიხვდებოდა, ეს ნიშნავდა რუსებისთვის უფლების მიცემას, ამ სამხედრო პატრულების მეშვეობით ცენტრალური მაგისტრალი და რკინიგზა დაებლოკათ" - ამბობს ბრაიზა