„ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს სურს ომის დასრულება და რუსეთის „სახის გადარჩენა“ ტერიტორიის ნაწილის დათმობით – თუ ამ პოლიტიკოსებს სურთ თავიანთი ტერიტორიის ნაწილის დათმობა, ეს მათი არჩევანია.“
„რუსეთი საბოლოოდ მთელ მსოფლიოს მობეზრდა და მოსკოვის მუქარები უკვე აღარავის აღარ აინტერესებს", - ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის“ მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს.