უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის“ მიერ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს.
მაკრონი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენიმე ათწლეული შეიძლება დასჭირდეს
„ათი ათასობით უკრაინელმა საკუთარი სიცოცხლით გადაიხადა ევროპული არჩევანისთვის, არა Thimbles-ს თამაშის ახალი სერიისთვის. უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს“, – განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.
Хороша міна при поганій грі – так виглядають спроби окремих західних політиків підмінити членство ?? в ?? символічними форматами. Десятки тисяч українців заплатили своїм життям за європейський вибір не заради нової серії гри в наперстки. ?? має отримати статус країни-кандидата.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) May 10, 2022
გუშინ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას ალტერნატივა – „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა“, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას და ევროკავშირის სხვა არაწევრ ქვეყნებს შეუერთდნენ „ძირითად ევროპულ ღირებულებებს“.
