LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკრონი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას რამდენიმე ათწლეული შეიძლება დასჭირდეს

139
BeFunky-collage (9)

“ყველამ მშვენივრად ვიცით, რომ [უკრაინის ევროკავშირში] გაწევრიანებას რამდენიმე წელი, ფაქტობრივად – რამდენიმე ათწლეული, დასჭირდება”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინის ინტეგრაციისთვის ახალი ევროპული ალიანსის შექმნაა საჭირო.

“ეს არის სიმართლე, თუ არ გადავწყვეტთ გაწევრიანების სტანდარტების დაწევას და გადავხედავთ ჩვენს ევროპულ ერთიანობას”. – თქვა მაკრონმა სტრასბურგში ევროპული დღის აღნიშვნისას.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ ომის დასრულების შემდეგ, მოსკოვსა და კიევს საბოლოოდ მოუწევთ მოლაპარაკებები ერთმანეთთან, ამიტომ შემდგომი დაძაბულობა მხოლოდ სიტუაციის გაართულებს.

“ჩვენ სამომავლოდ მშვიდობას უნდა მივაღწიოთ – ნუ დავივიწყებთ”. – თქვა მაკრონმა.

ცნობისთვის, უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის დარჩენილ, მეორე ნაწილზე მუშაობა გუშინ, 9 მაისს დაასრულა. ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე დადებით პასუხს ივნისში მიიღებს.

იხილეთ ვრცლად:

„ჩვეულებრივ ამას თვეები სჭირდება, ჩვენ ეს რამდენიმე კვირაში გავაკეთეთ“ – ზელენსკი იმედოვნებს, რომ უკრაინა ევროკავშირის კითხვარზე დადებით პასუხს ივნისში მიიღებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები