LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ბატიაშვილი

50 ათასი ბავშვია, რომელსაც სკოლა დამთავრებული არ აქვს – მიხეილ ბატიაშვილი

50 ათასი ბავშვია, რომელსაც სკოლა დამთავრებული არ აქვს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში განაცხადა. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, ეს ბავშვები განათლებაში უნდა დააბრუნონ, რისთვისაც მათ სამინისტრო როგორც პროფესიულ სასწავლებლებში უფასო სწავლებას, ასევე გადამზადების კურსს სთავაზობს.

ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან ტექნიკურზე და პირიქით გადასვლა, შესაძლოა, აიკრძალოს – მიხეილ ბატიაშვილი

ტექნიკურ მიმართულებაზე აუცილებელი უნდა იყოს მათემატიკის ჩაბარება, ისევე როგორც ჰუმანიტარულ მიმართულებაზე საქართველოს ისტორიის.

სექტემბრიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ – მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, პედაგოგი ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს ბიუროკრატიაზე და მეტ დროს შემოქმედებით მიდგომაზე. მისივე განცხადებით, ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

სკოლაში ნაკლები ბიუროკრატია უნდა იყოს – მიხეილ ბატიაშვილი

სისტემა ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რაც შეიძლება მეტ პედაგოგს მიეცეს შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი უნარები და შესაბამისად დაფასებული იყოს.