LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექტემბრიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ – მიხეილ ბატიაშვილი

btiashvili

“მაისში წარმოვადგენთ კონკრეტულ გეგმას პედაგოგების ანაზღაურებაზე და სექტემბრიდან ანაზღაურება გაიზრდება”, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბატიაშვილის თქმით, პედაგოგი ნაკლებ დროს უნდა ხარჯავდეს ბიუროკრატიაზე და მეტ დროს შემოქმედებით მიდგომაზე. მისივე განცხადებით, ნებისმიერ პედაგოგს, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დონეზე შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ჩააბაროს გამოცდა და აიმაღლოს კვალიფიკაცია.

“როგორც დაგპირდით, სკოლის რეფორმის ძირითადი პრინციპებია – სკოლების გაძლიერება – ავტონომია და დეცენტრალიზაცია, ბიუროკრატიიდან შემოქმედებით საკითხებზე გადასვლა, სკოლის დირექტორი, როგორც ლიდერი და პედაგოგი ორიენტირებული შემოქმედებით საკითხებზე. გრძელვადიან პროცესში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ხარისხის სამსახურები და სკოლა უნდა გახდეს ძლიერი ინსტიტუცია, რომელიც თვითონ ზრუნავს ხარისხის განვითარებაზე“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g