"რატომ ზღუდავენ დელეგაციის შემადგენლობას „ქართულ ოცნებას“ რეალური არგუმენტი არ გააჩნია. ეს არის ხელოვნური ბარიერი იმისთვის, რომ შექმნან ისეთი სურათი. რომელიც მათთვის კომფორტულია"
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მზად ვართ ყველანაირი ვიწროპარტიული ინტერესი გადავდოთ გვერდით და დავეხმაროთ ჩვენ ქვეყანას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი წავიყვანოთ სწორად, ეფექტურად და სწრაფად", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
როგორც დაუშვილმა აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობდნენ, ისმენს „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ გაუგებარ დავას.
„მას მერე, რაც ბოლო თვეებში და ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ოცნებამ“ გააკეთა, მათ შორის მიშელის, 19 აპრილის შეთანხმების ე.წ. ანულირებით, მათგან აღარაფერი გვიკვირს“,- განაცხადა დაუშვილმა.