აღნიშნულის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რითაც პოლიტიკური საბჭოს გამართვის თარიღზე თანაგუნდელების მოწოდებას გამოეხმაურა.
„სამთავრობო მედიის, სახელისუფლებო „ექსპერტების“, სუსის მედია ჯგუფების და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების ღია თავდასხმა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და ნათელია, რომ ისინი მისი სახელის „დემონიზებას“, დისკრედიტაციას ცდილობენ.“