LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაბეიშვილი: მე „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ მაქვს – ნიკა მელიამ გამოწვევებს, რაც პარტიას ჰქონდა, ვერ უპასუხა

185
მელია და ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, შიდა არჩევნებში მარცხის შემთხვევაში ის პარტიიდან წასვლას არ აპირებს.

როგორც მანვე აღნიშნა, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოწვევებს, რაც ჰქონდა პარტიას, ვერ უპასუხა.

„პირდაპირ გეუბნებით, მე „ნაციონალური მოძრაობის“ დნმ მაქვს, პარტიიდან წასვლას არ ვაპირებ.

თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ არაფრის კურსში არ არის, ასპინძაში ნამყოფი არ არის, ხაშურში ნამყოფი არ არის, ოზურგეთში სამ წელიწადში ერთხელ ჩავა, სწორედ ეს არის პრობლემა და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნიკა მელიამ გამოწვევებს, რაც ჰქონდა პარტიას, ვერ უპასუხა.“– განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„პარტიამ გამოავლინა უპრეცედენტო ერთობის უნარი“ – რა განცხადებები გაკეთდა ენმ-ს პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები