„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი დღეს, პარლამენტში, საპროტესტო ბანერაზე წარწერით: „მკვლელო“ მივიდა. ხაბეიშვილს ასევე ჰქონდა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო, რომელიც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული დამონტაჟებული კადრებიდანაა ამოღებული.
ამ ფორმით ხაბეიშვილს სურს, საკანონმდებლო ორგანოში, იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს დახვდეს, რომელიც დღეს წლიური ანგარიშით წარდგება.
ჯერ უცნობია დაესწრება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომას. შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, პარტიის 4 დეპუტატი შენობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
