“ოპოზიცია არის პასუხისმგებლიანი და ხელისუფლება – პროვოკაციული” – სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დასრულდა
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, საპროტესტო აქციები ყოველდღე გაიმართება.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, საპროტესტო აქციები ყოველდღე გაიმართება.
"ის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება რეჟიმს, გაცილებით დიდი ინტელექტუალური, პასუხისმგებლიანი, მორალური, ზნეობრივი უპირატესობით სარგებლობს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ" - განაცხადა მელიამ.
„გინდოდათ, ძალადობრივ ჭაობში ჩაგეთრიათ მოსახლეობის დიდი ნაწილი, არ აგყვებით, მაგრამ მეთოდურად ჩამოგშლით და თქვენც იცით, რომ იშლებით“. - მელია
ნიკა მელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები პერმანენტული გახდება.
"ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა!" - წერს მელია "ფეისბუქში".