LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპოზიცია არის პასუხისმგებლიანი და ხელისუფლება – პროვოკაციული” – სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დასრულდა

61
1

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერების აქცია-მსვლელობა დასრულდა.

აქციის მონაწილეები დღის ბოლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდნენ.

პრეზიდენტის სასახლესთან უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავებიც იყვნენ მობილიზებულები.

მსვლელობის მონაწილეებმა ადგილზე გააკეთეს წარწერაც – “თავისუფლება მიშას”.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, საპროტესტო აქციები ყოველდღე გაიმართება:

“ამ რეჟიმს დღეს სისხლისღვრა უნდოდა, მაგრამ ვერ მიიღეს. საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნდა, რომ ოპოზიცია არის პასუხისმგებლიანი და ხელისუფლება – პროვოკაციული. ერთის მხრივ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეა გადასარჩენი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ სახელმწიფო ევროპული განვითარების გზაზე.

“ქართული ოცნება” ეთამაშება ცეცხლს და ეთამაშება ადამიანის სიცოცხლეს. ბრძოლა გრძელდება ყოველდღიურად, მოთმინებით, არაძალადობრივად, მწვავედ.” – განაცხადა მელიამ.

ფოტო: IPN 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები