5 წლის ნუცა გაგნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. 5 წლის მოზარდი, რომელიც ანსამბლ „ძირიანის“ გარდაცვლილი წევრის ნიკა გაგნიძის შვილია, უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს.
„ნუცას იშვიათი, პირველი უარყოფითი ჯგუფის სისხლის აქვს და, ზოგადად, ამ ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანის პოვნა ჭირს, იმ შემთხვევაში, თუ დონორს კლინიკა თავად მოიძიებს, ოპერაცია გაცილებით ძვირი ჯდება“ - ამბობს ნუცას დედა „ფორტუნასთან“.
„ნუცა გაგნიძეს რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა უიშვიათესი დაავადება: „ღვიძლის სანაღვლე სადინარების ანთება“, რაც დაუყოვნებლივ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს“.