ქაშვეთის ეკლესიაში ამ დღესთან დაკავშირებით წირვა აღავლინეს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, პარლამენტის წევრები და დედაქალაქის მერი დაესწრნენ.
ქაშუეთის ტაძარში მივიდნენ პრემიერ-მინსიტრი ირაკლი კობახიძე, თბილისსი მერი კახა კალაძე მეუღლესთან ერთად, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.
„ხალხის ძალის“ წევრი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ დღეს ფასეულობათა ომია და მთავარი დარტყმა სწორედ ოჯახურ ღირებულებებზე მოდის, რადგან ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია.