"გალელები იგივე პროცედურებით გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, როგორც ნებისმიერი უცხოელი ტურისტი. არანაირი განსხვავება არ არის და ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შეცდომაა" - უჩა ნანუაშვილი
მას შემდეგ, რაც ევროპულმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, სადაც წერია, რომ რუსეთი არის ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მოლაპარაკებები პირველად ტარდება.