„ყველას აქ, გერმანიაში, უნდა შეეძლოს თავისუფლად, შიშის გარეშე და უსაფრთხოდ, სიძულვილის, ძალადობის, დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფისგან დაცული ცხოვრება. სახელმწიფოს მოვალეობაა ამის დაცვა“, - თქვა შოლცმა მისასალმებელ სიტყვაში.
„როცა მორალს მე შოლცი წამიკითხავს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში, პარტიაში ბოლო ადგილას გავიდა, ღირსეული ლიდერი გადადგებოდა და წავიდოდა. ღირსება არ გააჩნია!მეორე, საფრანგეთის ის რომ არის - მაკრონი! ბიჭო, საკუთარი მოსახლეობა არ გენდობა“ - აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ, გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მისამართით გააკეთა.
„დაზუსტება: ქვემოთ მოვიყვანე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის სიტყვები და მივუთითე წყარო, ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება“ - ამის შესახებ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ „X”-ში წერს და კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადების გაზიარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.