„გვაქვს პრეზენტაცია, რომელსაც ექნება ყრილობის კომპონენტი და გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის, გამარჯვებისთვის“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ოპოზიცია არ ესწრება საკომიტეტო განხილვას, რითაც ჩვენი საზოგადოების წინაშე აფიქსირებს პოზიციას, რომ ეწინააღმდეგებიან კანონმდებლობის მიღებას“ - ამის შესახებ პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, სადაც ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში ოპოზიცია არ მონაწილეობს.
„სვეტი“ ოპოზიციონერები მარტო ჩვენ ვართ, დანარჩენები არიან „ქოცები“ და „ნაცები“, მიუხედავად იმისა, რომ რეესტრში 300 ოპოზიციური პარტია არსებობს“ – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„აშშ-ს კონგრესმენს კიდევ ერთხელ მივმართეთ თხოვნით, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში მაღალი დონის დელეგაციები ჩამოვიდნენ, ასევე საარჩევნო დამკვირვებლების მობილიზაციაც მოხდეს - აღნიშნული განცხადება „ ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელს დღეს მოაწერენ. ორბელიანების სასახლეში ხელმოწერის პროცესი 11:00 საათიდან დაიწყო.