„ხალხს ეუბნებოდნენ, რომ 4 პარტიაო, ხმა არ დაიკარგოსო, გავიმარჯვეთო, მერე უცბად აღმოჩნდა, რომ წაგებულები არიან, გეგმას გეტყვითო, შეკრიბეს ეს ხალხი ერთხელ, რაღაც ლოზუნგებით მიმართეს - დაშალეს, არაფერი არ უთხრეს.“
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები ოპოზიციას „შესაბამის ადგილს მიუჩენს“.