LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » ოპოზიცია » გვერდი 16

ოპოზიცია

„ფაქტობრივად ნეომიშისტური მიმდინარეობა დააანონსა, რეპრესიები და ვითომ პროევროპულობა“ – ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილზე

„სალომე ზურაბიშვილის, რომელიც უკვე ყოველდღიურ რეჟიმში არის გასული თავისი საკონსტიტუციო ჩარჩოდან, იმ გადაწყვეტილებით, რომ ხელმძღვანელობს ოპოზიციას კიდევ ერთხელ ადასტურებს აი ამ მიმდინარეობას“ - აღნიშნული განცხადება მმართველი გუნდის წევრმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

„ესენი არიან ფაშისტები ლიბერალიზმით შენიღბულები“ – კახა კალაძე პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებაზე

„მივესალმებით, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილი“- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ოპოზიცია ჩემზე გაბუტულია… ქათამს თავს რომ მოაჭრი და დადის, ისე მოძრაობენ”- იაგო ხვიჩია ოპოზიციაზე

რა გეგმა აქვს ოპოზიციას და დაესწრებიან თუ არა სამშაბათის, პლენარულ სხდომას, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე პრეზიდენტის ვეტო უნდა განიხილონ? „გირჩის“ დეპუტატი, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ “გირჩი” სხდომას დაესწრება, თუმცა დანარჩენი ოპოზიციის გეგმებზე ინფორმაცია არ აქვს

„ამდენი ორატორი, ამდენი განათლებული ადამიანი, ამდენი წიგნიერი და ბრძოლისუნარიანი ერთდროულად, მე, ყველაზე მაგარ ოცნებებში არ წარმომედგინა. მართლა ყოჩაღ! გენაცვალეთ თქვენ! ბიჭებო და გოგოებო“- მიხეილ სააკაშვილი ახალგაზრდებს

„რა თქმა უნდა, ყველა აქციაზე, სადაც ახალგაზრდობა დგას, უნდა იყოს ზუსტად ის, რაც მოხდა, როდესაც 300 000 ადამიანი გამოვიდა - ე.ი ყველა თაობის ადამიანები გამოვიდნენ. ჩვენ ხომ ყველა ერთნაირად ვფიქრობთ ახლა. ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე, შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა, გარდამავალი, ერთწლიანი, ორწლიანი და მერე ვარჩიოთ ჩვენი პარტიული განსხვავებები" - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

„არიან „ნაცები“, „ქოცები“ და „გირჩები“, ეს იქნება ყველაზე ადეკვატური ასახვა იმ რეალური პოლიტიკური სურათისა, რომელიც ახლა გვაქვს“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციის გაერთიანებაზე

„ერთიანი სია ძალიან კარგი იდეაა და მხარს ვუჭერთ. მოვუწოდებთ, ყველა „ნაცი“ და თითქმის „ნაციც“ „ნაცში“ გაერთიანდეს, მაგრამ შეიძლება ასე არ გამოვიდეს. შეიძლება ორი დიდი „ნაცური“ გაერთიანება იყოს ან რაღაც ამდაგვარი“ – აღნიშნული განცხადება „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით , „გირჩი“ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დაუჭერს ასეთ გაერთიანებებს.