„მანკიერი სისტემის მიზანია კრიტიკოსთა გაჩუმება, შოვის ტრაგედიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა და ქვეყნის უარესად ჩაფვლა ტოტალურ კორუფციასა და მომაკვდინებელ გულგრილობაში“ - აცხადებენ პარტიაში.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, კოორდინაციის საბჭო დაკომპლექტებული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ასევე იმ პოლიტიკური მოთამაშეებისგან, ვინც ევროპული დღის წესრიგით არის დაკავებული.
„მოგიწოდებთ, გამოდით ჩვენთან კონტაქტზე, გთავაზობთ მოკავშირეობას და მხარდაჭერას სამართლებრივი მხარდაჭერიდან დაწყებული, თქვენთან ერთად ფიზიკური დგომით დასრულებული“ - განაცხადა „ლელოს“ წევრმა.