LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამადაშვილი 12 პუნქტზე: ლელოს პოზიცია ცხადია – ჩვენი წინადადებაა, შევქმნათ კოორდინაციის საბჭო

142
სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე საუბრისას აცხადებს, რომ „ლელოს წინადადებაა, შეიქმნას კოორდინაციის საბჭო“.

როგორც სამადაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, კოორდინაციის საბჭო დაკომპლექტებული იქნება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ასევე იმ პოლიტიკური მოთამაშეებისგან, ვინც ევროპული დღის წესრიგით არის დაკავებული.

„ჩვენი პოზიცია, ლელოს პოზიცია არის ცხადი ამაზე. პირველი – დღეს ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, პირდაპირ, რასაც იმპერატიულად ითხოვს ხალხი, არის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, ჩვენი წინადადება არის, რომ შევქმნათ კოორდინაციის საბჭო, იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ძირითადად და ასევე, იმ პოლიტიკური მოთამაშეებისგან, ვინც არის ევროპული დღის წესრიგითაა დაკავებული, შევქმნათ კონკრეტული მოთხოვნების და კონკრეტული წნეხის მექანიზმი ხელისუფლებაზე სწორედ ამ მოთხოვნების შესრულების მიზნით.

ჩვენ ამ წინადადებით მივმართეთ ყველას და მზად ვართ, აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა ასეთი საკოორდინაციო საბჭოს შესაქმნელად და ჩვენი აზრით, ამ საბჭოსთან უნდა ითანამშრომლოს საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელმაც განაცხადა, რომ მისი დღის წესრიგი არის ამ ქვეყნის სტატუსის მოპოვება. ჩვენ სიცხადე უნდა შევქმნათ, რას ველოდებით ხელისუფლებისგან, რას არ აკეთებს და რას უნდა აკეთებდეს“, – აცხადებს სამადაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები