"ეს არის ისტორიული მომენტი. ახლა უკვე ევროკავშირის გადასაწყვეტია, რამდენად დადგება ევროპა მოკავშირეების გვერდით თანამოაზრე ქვეყნებთან. ეს გახლავთ ძალიან სერიოზული და გამოწვევებით სავსე დრო" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემები ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი, ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები იყო.