„უამრავი ოჯახი დარჩებოდა შემოსავლის გარეშე, დრამატულად შემცირდებოდა სახელმწიფოს უნარი, დაეფინანსებინა განათლება, ჯანდაცვა, პენსიები, დროულად გაეცა ხელფასები და შემწეობები. სწორედ ეს დგას 26 ოქტომბერს სასწორზე“
„ქართველი კაცი არასდროს შეურიგდება უსამართლობას და ღირსების აყრას. ჩვენ არ ვებრძვით არავის, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით გვინდა უზრუნველვყოთ ევროპული მომავალი“
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები ბათუმში გრძელდება, სადაც მოსახლეობას სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა.
დელეგატმა მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები.