მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, ვინც მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ მომავალს.
„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ თითოეულ ამომრჩეველს აქტიურობისკენ. თქვენ დღეს გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა თქვენი უშუალო წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და წინსვლის საქმეში“
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას და ყველას მოვუწოდო: 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი, იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაგვირგვინოთ გამარჯვებით ეს საარჩევნო მარათონი.“
მმართველმა პარტიამ გუშინ თბილისში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გამართა, მანამდე, მათ რეგიონებში ჰქონდათ გასვლითი ღონისძიებები.