LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი საქნავთის დასახლების მოსახლეობას შეხვდა

დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციაზე და აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი საქართველოს ისეთ მოთხოვნებს უყენებს, რაც ქართველი ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

მამუკა მდინარაძე: „ევროპარლამენტის გამოყენებით გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ თურმე მკვლელი სააკაშვილი, მწამებელი სისტემის შემქმნელი, ამის პარალელურად, თურმე უნდა დავასანქციროთ ბიძინა ივანიშვილი – მეცენატი, ქველმოქმედი, მშვიდობის გარანტი“

მდინარაძის თქმით, თქმით, რეზოლუციით ასევე ევროპარლამენტმა მოითხოვა ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონის და გამჭვირვალობის კანონის გაუქმება, შესაბამისად, ყველაფერი ნათელი გახდა.

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მოქმედების მთავარი მახასიათებელი საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირების გაღვივებაა, ნებისმიერ, მათ შორის, მეორე ფრონტის გახსნის ფასად ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნდეს“ – ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილის თქმით, 12 წლის წინ გაცემული დაპირება, რომ ბათუმს და მთლიანად აჭარის რეგიონს ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ ცენტრად და გამორჩეულ საკურორტო კუთხედ აქცევდა, ასრულდა და მოსახლეობა ამას საკუთრი თვალითაც ხედავს.

ბიძინა ივანიშვილი: „უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას – ეს უნდა დასრულდეს“

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მმართველი გუნდი, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მემკვიდრე თუ სატელიტ პარტიებს ჯერ კონსტიტუციით აკრძალავს, შემდეგ კი ომის დანაშაულის გამო, ყველა მოღალატეს კანონის წინაშე მოუწევს პასუხის გება.