LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნება

„ამაყი ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს და ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას“ – ბიძინა ივანიშვილი

„კარგად გახსოვთ, რა ხდებოდა 12 წლის წინ საქართველოში, როდესაც ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, მკვლელობა, წამება, ქონების წართმევა,, ბიზნესის რეკეტი, ამ ქვეყნის ყოველდღიურობა იყო“

ბიძინა ივანიშვილი: „მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ, რათა ოკუპაციასთან ერთად, ჩვენი მთავარი გამოწვევა – სიღარიბე სამუდამოდ დავძლიოთ“

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით პრინციპულად გააუმჯობესა მდგომარეობა, რასაც მოწმობს საერთაშორისო რეიტინგებიც.

„26 ოქტომბერს მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, რადგან უკვე არაერთხელ დამტკიცდა, რომ „ქართული ოცნების“ გარდა, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე“ – ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილისგანცხადებით, მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად და მშვიდობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება.

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში საზოგადოებას მიმართა.