ბიძინა ივანიშვილი: „26 ოქტომბერს, საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი დგას! ვალდებულნი ვართ, მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ – ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ“
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას აქვეყნებს, სადაც კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე და იმ ძირითად პუნქტებს უსვამს ხაზს, რომელსაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ განახორციელებს.
