„არავინ დააბრალოს აქ მდგომ არცერთ ადამიანს, თითქოს, მას საკუთარი აზრი და ღირებულებები არ გააჩნია“ „კატეგორიულად მიუღებელია იმ ადამიანების დემონიზება, ვინც დედაქალაქში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა. არავინ გაბედოს, შეურაცხყოფა მიაყენოს რომელიმე მათგანს. ასეთი რამ არავის ეკადრება, არ ეკადრება, პირველ რიგში, პრეზიდენტს"- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ რუსთაველის გამზირზე, საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე განაცხადა.