LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: „ჩვენ დავიცავთ ჩვენს მრწამსს და ჩვენი შვილების მომავალს!”

132
ზურა ხაჩიძე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ, „საყოველთაო სახალხო შეკრებას“ ზურა ხაჩიძე ეხმაურება. მომღერალი სტატუსს სოციალურ ქსელში ავრცელებს:

მერაბ სეფაშვილი: „რას ერჩით ამ ხალხს რა გინდათ”

ხატია სიჭინავა: „სულ არ მაინტერესებდა ვის საიდან და რისთვის ერიცხებოდა ფული, მაგრამ უკვე მაინტერესებს ! ეს ცალკე შოუ იქნება როგორც ვატყობ ! არ შევიტენი ლგბტ პროპაგანდას ! მე მივდივარ აქციაზე, რადგან ჯერ ჩემი დროშაა !“

„საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი!🇬🇪 ჩვენი მიწა-წყალი იქნება ჩვენთვის უპირველესი!☝️ ჩვენ დავიცავთ ჩვენს მრწამსს და ჩვენი შვილების მომავალს!🙏 მამული,ენა,სარწმუნოება!✊🇬🇪 #საქართველოსთვის🇬🇪 #ჩემიდროშააჯერ🇬🇪 #ღირსებითევროპაში🇪🇺”- წერს ხაჩიძე

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ გაიმართება. როგორც ცნობილია პარლამენტთან დაანონსებულ შეკრებას მოქალაქეები რეგიონებიდანაც უერთდებიან.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი, შეკრება კი 18:00 საათიდან დაიწყება. მისი თქმით, 29 აპრილს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას შეკრებაში, „მოლოდინსაც კი გადააჭარბებს“.

„დიახ, ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონებიდან, მათ შორის ფინანსურ მხარეს“- მამუკა მდინარაძე 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ შეკრებაზე

საქართველო არის და იქნება დამოუკიდებელი!🇬🇪 ჩვენი მიწა-წყალი იქნება ჩვენთვის უპირველესი!☝️ ჩვენ დავიცავთ ჩვენს მრწამს და…

Posted by Zura Khachidze on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები