Cnick ჭკვიან ხის ბეჭედს ამზადებს, რომლის გამოყენება ერთდროულად რამდენიმე ფუნქციით არის შესაძლებელი, მათ შორის: უკონტაქტო გადახდებში საკრედიტო ბარათის ნაცვლად, Tesla-ს ავტომობილის გაღებასა და ა.შ.
Baltic Tech Ventures-ის წარმომადგენლებს TTM-ის საქმიანობის გაცნობის საშუალება Pitch Day-ის ღონისძიებაზე ჰქონდათ, რომელიც თბილისის მერიისა და „საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (AXEL) ორგანიზებით გაიმართა.
"საინვესტიციო შესაძლებლობების წარმოჩენა, ბიზნესსექტორის მხარდაჭერა და ინტენსიური კავშირების დამყარება ევროპულ კომპანიებთან თბილისის ეკონომიკურ განვითარებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს" - აცხადებს თბილისის მერის მოადგილე.