„პაციენტი გადმოყვანილ იქნა მარტვილის კლინიკიდან მძიმე მდგომარეობაში… დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციის მიმდინარეობისას განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა და პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – კლინიკა „ბომონდი“ გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალზე
კლინიკა „ბომონდი“, სადაც 10 მარტს ახალნამშობიარევი ახალგაზრდა გოგო, ლიკა ტალახაძე მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, გასულ ღამეს კი გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს.
