„და წვანან ახლა ვალმოხდილები გვერდიგვერდ ცივ მიწაზე, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში დაცემულები“ – რას წერს არჩილ ხოფერია უკრაინაში დაღუპული კიდევ 2 ქართველი მებრძოლის შესახებ
ამჟამად უკრაინაში მებრძოლი და გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია კიდევ ორი ქართველი ახალგაზრდის დაღუპვას სოციალურ ქსელში ემოციური ტექსტით ეხმაურება.
