უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, მითითებული პერიოდისთვის რუსეთის ფედერაციის 2407 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2594 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე.
საქართველომ უნდა შექმნას ერთგვარი დერეფანი, რათა მოხდეს ამ ადამიანების გადინება სხვა ქვეყნებში.. ხელისუფლებამ მოიწვიოს უსაფრთხოების საბჭო, რომელიც ისაუბრებს იმ რისკებზე, რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროცესებს,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.