"უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სულ რაღაც ხუთ თვეში ამბიციური დემოკრატიული რეფორმები აქვს განსახორციელებელი"
"დეოლიგარქიზაციისთვის მაინც და მაინც საჭირო არ არის კანონის მიღება, საჭიროა ძლიერი ინსტიტუციები, ამისთვის კი რეფორმებია საჭირო, ამ რეფორმების ნება დღეს ხელისუფლებისგან, სამწუხაროდ, ვერ დავინახეთ" - აცხადებს საიას ხელმძღვანელი.
საია იმედს გამოთქვამს, რომ გენერალური პროკურატურისა და სასამართლოს მიერ დროულად და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილებები.