"უმძიმესი იყო სამედიცინო პერსონალის უფლებრივი მდგომარეობა. დამხმარე სამედიცინო პერსონალი 40 საათზე მეტს მუშაობს და მათი 84%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია" - სახალხო დამცველი.
"ეს მიუთითებს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის არასათანადო ხარისხზე, რაც გარკვეულ შემთხვევაში გარდაცვალებას და შესაბამისად, მათი სიცოცხლის უფლების ხელყოფას იწვევს", - აღნიშნულია ანგარიშში.
როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული, პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები.