LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახალხო დამცველს დღეს პარლამენტში ელოდებიან

48
ნინო ლომჯარია ომბუდსმენი პარლამენტი

სახალხო დამცველი დღეს პარლამენტის სესიაზე წლიურ ანგარიშს წარადგენს. ეს დოკუმენტი ნინო ლომჯარიამ კანონმდებლებს საკომიტეტო მოსმენაძე გააცნო.

ოპოზიციონერი დეპუტატები ომბუდსმენის მუშაობას დადებითად აფასებენ. მათ აქვთ შეკითხვები და რჩევები.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის თეონა აქუბარდიას თქმით, კითხვების მთავარი ადრესატი არა სახალხო დამცველი, არამედ მთავრობაა, რომელიც მის ანგარიშსა და რეკომენდაციებს არასათანადოდ ასრულებს.

გირჩში” თვლიან, რომ ომბუდსმენის ანგარიშში უამრავი რეკომენდაციაა და უმჯობესი იქნებოდა რჩევები ნაკლები ყოფილიყო, რაც უმრავლესობას სპეკულაციის საშუალებას არ მისცემდა.

“ქართული ოცნების” განცხადებით, კითხვები იქნება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ხედავს სახალხო დამცველი იმ გამოწვევებთან გამკლავების გზებს, რა გამოწვევებიც ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებობს.

პოპულარულები