„ვენეციის კომისიის პრეროგატივა სამართლებრივი თემაა, ამით გამოირჩევა ის და სწორედ ამაზე იყო აქცენტი გაკეთებული ჩემი კოლეგების, იურისტების მხრიდან, რომ მათ შეფასებებში აცდენები იყო, რამაც გაგვაკვირვა“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.