„სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომელმაც ძალაში დატოვა ნიკა გვარამიას პატიმრობა, ძალიან სერიოზული, დამატებითი გამოწვევა შეუქმნა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
„დარწმუნებული ვარ, პარტნიორების ყველაზე ღრმა შეშფოთებას იმსახურებს ანტიდასავლური კამპანია, საქართველოში რუსული ინტერესების გაძლიერება და ჩავარდნილი რეფორმები“
„არ მაქვს მაღალი მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ელოდება ჩვენი საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“. - აცხადებს სამადაშვილი.