„ამ შეხვედრიდან ყველაზე შემაშფოთებელი რაც არის ჩემთვის, არის ის, რომ ნატო-ს გასული წლების განმავლობაში არასდროს ჰქონია ასეთი მკვეთრად კრიტიკული შეფასებები", - ამბობს სამადაშვილი.
სამადაშვილის თქმით, „ლელო“ საპარლამენტო ფრაქციებთან საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად კონსულტაციებს დღესვე დაიწყებს, რათა პარლამენტის წევრების ხელმოწერების საჭირო რაოდენობა შეგროვდეს.
„რა იქნება ხელისუფლების გადაწყვეტილება, ანუ მოიწვევენ თუ არა ამ სხდომას, შეიტანენ თუ არა დღის წესრიგში იმ რეალურ საკითხებს რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინ წავიდეთ, ეს „ქართული ოცნების“ გადასაწყვეტია.“– განაცხადა სალომე სამადაშვილმა.