„ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი პრეზიდენტის გუშინდელი ბრიფინგის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ უფრო მწვავე შეფასებებს ელოდებოდა.
„ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ის კი არ არის მთავარი, „ოცნება“ ბრიუსელში ჩავა თუ არ ჩავა, არამედ რა ექნება ჩასატანი.
„ველოდებოდი ბევრად უფრო მწვავე შეფასებებს, მათ შორის პრეზიდენტისგან. მე მიმაჩნია, რომ აქ მთავარი ის კი არ არის ბრიუსელში ჩავა თუ არა ჩავა „ქართული ოცნება“, არამედ რა ექნება ჩასატანი და რა ექნება სათქმელი“. – ამბობს სამადაშვილი.
რომან გოცირიძის თქმით, კი პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ამხილა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ ზურაბიშვილმა პირდაპირ დასდო ბრალი მმართველ გუნდს ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაში.
„ზურაბიშვილმა პირდაპირ ბრალი დადო, რომ ეს ოთხეული არიან დამნაშავეები, ეწევიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და მოუწოდა ღარიბაშვილს, რომ გაემიჯნოს მათ. ისიც მოუწოდა, მათ რომ უკრაინის მიმართ იყვნენ უფრო სოლიდარულები და ნუ აქვთ ასეთი მოღალატეობრივი პოზიცია და როდესაც „გაეროში“ მივა ღარიბაშვილი, ერთი-ორი თბილი სიტყვა მაინც თქვას უკრაინის შესახებ.
ანუ რეალურად კიდევ ერთხელ ამხილა „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ და პრორუსულ პოზიციებში“. – თქვა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ უკვირს, რატომ არც ერთხელ არ ჩავიდა ღარიბაშვილი ბრიუსელში იმისთვის, რომ პარტნიორები რეკომენდაციების შესრულების პროცესში დაერწმუნებინა.
მან ასევე განმარტა რატომ მოაწერა ხელი დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნას ხელი.
