სამადაშვილის შეფასებით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მიშელის შეთანხმება იყო სწორედ გზა ვადამდელი არჩევნების უზრუნველსაყოფადაც და ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის აღსადგენადაც.
"მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ როგორც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ასევე საზოგადოებას აჩვენოს, რომ აქვს პოტენციალი, არჩევნების შემდეგ ფორმირება გაუკეთოს კოალიციურ მთავრობას" - სალომე სამადაშვილი.
„ჩვენი საუბრის თემა იქნება, პირველ რიგში, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. თქვენ იცით, რომ ხელისუფლებამ მიშელის შეთანხმება დაარღვია, როცა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები დანიშნა,“- განაცხადა სამადაშვილმა.