LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დღეს კოალიციური ერთობის კონტურების გამოკვეთას ვერ შევძლებთ, ეს არჩევნებზე ოპოზიციურ დღის წესრიგს დააზიანებს: სამადაშვილი

37
სალომე სამადაშვილი

“თუ ჩვენ დღეს ვერ შევძლებთ ოპოზიციური კოალიციური ერთობის კონტურების გამოკვეთას შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, ვფიქრობ, ეს მხოლოდ დააზიანებს ოპოზიციურ დღის წესრიგს არჩევნებში.” – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სამადაშვილი აცხადებს, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ, როგორც დასავლელ პარტნიორებს და საზოგადოებას აჩვენოს, რომ აქვს პოტენციალი, არჩევნების შემდეგ კოალიციურ მთავრობას გაუკეთოს ფორმირება:

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ, როგორც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ასევე საზოგადოებას აჩვენოს, რომ აქვს პოტენციალი, არჩევნების შემდეგ ფორმირება გაუკეთოს კოალიციურ მთავრობას.

თუ ჩვენ დღეს ვერ შევძლებთ ოპოზიციური კოალიციური ერთობის კონტურების გამოკვეთას შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე, ვფიქრობ, ეს მხოლოდ დააზიანებს ოპოზიციურ დღის წესრიგს არჩევნებში. ამ მიმართულებით გადადგმული ყველა ნაბიჯი დაგვეხმარება ოპოზიციური ხმების მობილიზებაში.” – თქვა სამადაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციაზე შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არ აწერენ პარტიის წევრები დოკუმენტს ხელს:

“ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია არის სრულიად გაუგებარი. ისინი საქმიანობენ პარლამენტში, მაგრამ არ უერთდებიან მიშელის დოკუმენტს. ჩვენ ვნახეთ მოწოდებები როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, ასევე ევროპელი კოლეგებისგან, მათ შორის პრეზიდენტ მიშელისგან, რომ ამ ძალამ უნდა მოაწეროს ხელი შეთანხმებას.

მიმაჩნია, რომ ხალხი, ვინც დღეს შეთანხმებას ხელს არ აწერს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გატარებულ პოლიტიკას ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ აწერს „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დოკუმენტს ხელს.” – თქვა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები