LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე სამადაშვილი: “კალაძისთვის ეს არჩევნები არ იქნება მარტივი – ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე”

67
21993178-1681641078527052-5966746962508907479-o

„დღეს ქვეყანაში დემოკრატიული სისტემის აღდგენის გზა ერთპიროვნული, არაფორმალური მმართველობის შეცვლა, კოალიციური, დემოკრატიული, დასავლეთზე ორიენტირებული პარტიების კოალიციური მთავრობით შეიძლება.”-ამის შესახებ “ფორტუნას” ეთერში გადაცემაში “დღის თემა” ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციამ საზოგადოებას უნდა აჩვენოს პოტენციალი, რომ არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის ფორმირებას შეძლებს.

“ვხედავთ, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს იმის პოტენციალი, რომ მარტო შეძლოს მთავრობის ფორმირება არჩევნების შემდეგ.

ამიტომ ჩვენ სწორად ამ თვალსაზრისით მიგვაჩნია, რომ საინტერესო არის ჩვენი ინიციატივა, რომ პარლამენტში დაიწყოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რაც ოპოზიციას მისცემს შესაძლებლობას, რომ გამოკვეთოს სწორად ჩრდილოვანი კოალიციური კაბინეტის შემადგენლობა, ეს დაეხმარება მათ შორის ოპოზიციას, ხმების მობილიზაციისთვის ადგილობრივ არჩევნებზე. იმიტომ, რომ ამ ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე და ჩვენ მივიღოთ, შესაბამისად, ადგილობრივ არჩევნების შედეგად ვადამდელი არჩევნები.”-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

რაც შეეხება მოსალოდნელ თვითმმართველობის არჩევნებს, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ დღეს არ არის გადამწყვეტი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ბრძოლა თბილისის მერობისთვის.

„თბილისი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრი და თუ ოპოზიცია აქ დადებს კარგ შედეგს და მათ შორის თუ გაიმარჯვებს ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ამავე დროს მთავარი ორიენტირი არის ჩვენთვის არჩევნების პროპორციულ ნაწილში-ოცნების დამაჯერებლად დამარცხება, ეს არის ფორმულა, რომელიც შემუშავდა მიშელის დოკუმენტის თანახმად იმისთვის, რომ ჩვენ უკვე გავკვალოთ გზა ხელისუფლების ცვლილებისთვის და თავისთავად თუ კოალიციური, ერთიანობაში ოპოზიციური პარტიები მოიპოვებენ იმ ხმების ნაწილს რაც ჩვენ უნდა მივიღოთ ადგილობრივ არჩევნებზე, ვფიქრობ ეს თავისთავად ნათელს გახდის, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნები მოგებული იქნება სწორედ ოპოზიციური შემადგენლობის მიერ და ჩვენ გადავტეხავთ ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას.

რაც შეეხება კახა კალაძის კანდიდატურას, სალომე სამადაშვილის შეფასებით მოსალოდნელი იყო კალაძის დასახელება, თუმცა მისივე თქმით, კალაძისთვის მოსალოდნელი არჩევნები მარტივი არ იქნება.

„არავისთვის არ იყო უცნაური კახა კალაძის წარდგენა, ვინ უნდა ყოფილიყო დასახელებული თუ არა კალაძე? მე ვვარაუდობ, რომ კახა კალაძეს აქვს უფრო მაღალი რეიტინგი,ვიდრე „ქართულ ოცნებას“, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ გუშინ როგორც დაიწყო მან საარჩევნო კამპანია ეს არ იყო კარგი სტარტი.

დამოუკიდებელ მასმედიაზე თავდასხმით მან ტოლობის ნიშანი დასვა საკუთარ თავსა და ქართული ოცნების იმ წარმომადგენლებს შორის, ვინც 2 კვირის განმავლობაში მედიაზე თავდასხმა მოახდინა. ვნახოთ როგორ წარიმართება მისი კამპანია, ყოველ შემთხვევაში მისთვის ეს არჩევნები მარტივი არ იქნება”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები