აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გუშინ გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან:
„სანქციებთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გამოვხატე ჩემი პოზიცია და აზრი ნამდვილად არ შემიცვლია“ - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.
„მე არ ვიცი, პირადად მე მეხება თუ არა ეს „სანქცია", მაგრამ თუ მეხება ან მომავალში შემეხება, ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცით მეც და „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატიც“ - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი „ფეისბუქში“ წერს.