„ისმოდა სპეკულაციები, რომ ვერტმფრენით და სითბური დრონებით იყო შესაძლებელი სამაშველო ღონისძიებების დაჩქარება და ამ ადამიანების გადარჩენა“ - თქვა შს მინისტრმა.
როგორც გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, ადმინისტრაციული წესით დაკავებულთაგან 112 პირი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, 59 პირს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა, ხოლო ნაწილის საქმეების განხილვა კვლავ გრძელდება.
რაც შეეხება ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას, სამ თვეში ეს სტატუსი უცხო ქვეყნის 47-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან უმრავლესობა 39 პირი უკრაინის მოქალაქეა, 3 - ყაზახეთის, ხოლო 5 - დაუდგენელი მოქალაქეობის.