LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი: „შოვში ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია არ საჭიროებდა საერთაშორისო დახმარებას“

211
Untitled design (1)

„შოვში განვითარებული სტიქიური მოვლენების დროს, საძიებო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება, მათ შორის აღმოჩენილი ადამიანების ევაკუაცია და სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია, საერთაშორისო დახმარებას არ საჭიროებდა, რადგან შესაბამისი სამაშველო ღონისძიებები თავისი მოცულობისა და სწრაფი რეაგირების საჭიროების გამო, ჩვენი ძალებით უფრო ეფექტიანად ჩატარდებოდა“, – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელსაც შოვის სტიქიასთან დაკავშირებით დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.

გომელაური: შოვში, სამაშველო ოპერაციის დროს ნაპოვნი ცხედრები იმდენად დაზიანებული იყო, რომ გამორიცხულია გარდაცვალება მომენტალურად არ დამდგარიყო

ვახტანგ გომელაურის თქმით, „საქართველოს საკმარისი ცოცხალი ძალა გააჩნია“.

„ყველასთვის გასაგებია, რომ სამაშველო ღონისძიებაში სხვა ქვეყნების მაშველების ჩართვა შესაბამის პროცედურებს და მეტ დროს მოითხოვს. საქართველოს გააჩნია საკმარისი ცოცხალი ძალა, მათ შორის სარეზერვო ძალები და სპეცტექნიკა, რომ შოვში ძებნა-შველის ღონისძიება დამოუკიდებლად განხორციელებულიყო“, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, შოვის სტიქიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გასაცემად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმყოფება. გომელაური, ინტერპელაციის წესით, ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა.

გომელაური შოვის სტიქიაზე: „ვერტმფრენებით ან დრონებით ვინმეს აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მიწის ზედაპირზე, ხოლო მიწისქვეშ მოყოლილთა პოვნა – შეუძლებელი“

„გაილახება“ – გიორგი ვაშაძის მიერ ვახტანგ გომელაურის მისამართით ნათქვამ რეპლიკებს „ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა

პოპულალურები