LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » შსს » გვერდი 82

შსს

„ამ ადამიანზე ამბავი ატეხეს, რომ სამხედრო ექსპერტი დააკავეს. სამხედრო ექსპერტი კი არა, ავადმყოფი და კრიმინალი ყოფილა ეს ადამიანი”- ირაკლი ღარიბაშვილი უჩა აბაშიძეზე

„მე არ ვარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ეს ადამიანი თუ ამას ჩადიოდა, გარდა იმისა, რომ ეს ავადმყოფობაა და საშინელებაა, არის დასჯადი ქმედება"- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბლოგერ უჩა აბაშიძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„ახლა მომაკითხეს ბუშმალაში, ქურდობის ფაქტზე მიმყავხარო. რა ვქნა? კამერაზე მინდა შეგახედოო”- ნოდარ ტურაშვილი

შეფ ნოდარ ტურაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიცია მივიდა და წაიყვანა. ამ დროისთვის უცნობია დეტალები.

„მთელი კამპანიაა აწეული, თითქოს სათამაშო იარაღებზე იყო საუბარი”- შალვა პაპუაშვილი უჩა აბაშიძეზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავებას გამოეხმაურა.

„დაასახელეს ჩემი მისამართი და მითხრეს, რომ მოვედი უკვე ბინასთან და ქვემოთ გელოდებითო. ცხადია აქციას უკავშირდება”- ნათია კუპრაშვილი მუქარაზე

„რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის, ნათია კუპრაშვილის განცხადებით, უცხო ნომრიდან უკვე მეოთხედ დაურეკეს და დაემუქრნენ.