სოცმუშაკების გაფიცვა გრძელდება და გრძელდება მოლაპარაკებაც სამინისტროსთან, რათა ჩვენი თითოეული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, - ამის შესახებ სოციალურმა მუშაკმა ქეთი ხუციშვილმა განაცხადა.
მან შეაფასა დღევანდელი შეხვედრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან და აღნიშნა, სავარაუდოდ, გაფორმდება შუალედური შეთანხმება, თუმცა სოცმუშაკების გაფიცვები მაინც გაგრძელდება, რადგან მათი მოთხოვნების გარკვეულ ნაწილზე შეთანხმება სამინისტროსთან არ შემდგარა.