„12 წელი არც არაფერი პასუხი არ ვიცი, ჩემი შვილი ცოცხალია თუ მკვდარი, ისიც არ ვიცი“ – გურამ დადიანიძის დედის ემოციური მიმართვა
„17 წლის ბავშვი ეგრე უცბად ქვაზე დაჯდეს და უცბად გაქრეს, განა სად უნდა გაქრეს ბავშვი, რომ ვერ ვიპოვო, ხომ?“
„17 წლის ბავშვი ეგრე უცბად ქვაზე დაჯდეს და უცბად გაქრეს, განა სად უნდა გაქრეს ბავშვი, რომ ვერ ვიპოვო, ხომ?“
2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ მიმართვას ავრცელებს.
გაუჩინარებული ახალგაზრდის დედა იმ მძიმე წლებსა და ტკივილზე საუბრობს, რაც შვილის დაკარგვის შემდეგ გადაიტანა და აღნიშნავს, რომ მიცემულ პირობას შეასრულებს და შვილს აუცილებლად იპოვის.
2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, მლეთაში გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში შვილის შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.